Сообщения

Сообщения за сентябрь, 2017

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.ამ მოდულში გავეცანი ინტერაქციულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.

მეორე მოდულის რეფლექსია

„ ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების და  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით... რადგანაც ეს ხელს შეუწყოფს  მოსწავლეთა ჩართულობას, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გავეცანი პრეზენტაციის მომზადებას ჩემს სასწავლო პროექტზე.  გავეცანი სასწავლო პროექტის შაბლონს, განვიხილე და გამოვიყენე ესგ-ს სტანდარტები, ჩავწერეთ შაბლონში, ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შაბლონს.

პირველი მოდულის რეფლექსია

ა მ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, გავეცანი რა დანიშნულება აქვს პროექტს სასწავლო პროცესში, რა განსხვავებაა გაკვეთილსა და პროექტს შორის. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გამოვყავით სამი ძირითადი საკითხი თემის ირგვლივ და შევარჩიე შესაბამისი უნარები პროექტისთვის.  დამეხმარა უფრო ეფექტურად გამეანალიზებინა ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა სწავლის პროცესში და მოსწავლეთა სწავლის შეფასებაში.